logo
ENG



მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან ტერიტორიას "დონბასის სახალხო რესპუბლიკის მოედნის" სახელი დაარქვეს

22 ივნ 202211:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/nse1ljrgifn0k4s.jpg

მოსკოვში, აშშ-ს საელჩოს სიახლოვეს მდებარე უსახელო ტერიტორიას "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სახელი ეწოდა. ამგვარად, მოსკოვის საკრებულო გამოეხმაურა იმ ქუჩებისა და მოედნების დასახელებების გადარქმევას, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ვებგვერდზე "აქტიური მოქალაქე" მოსახლეობას სთავაზობდნენ, რამდენიმე ვარიანტიდან აერჩიათ: მათ შორის, "დონბასის დამცველთა მოედანი" ან "რუსეთის გმირის ვლადიმირ ჟოგის სახელობის მოედანი" ("სპარტას" ბატალიონის მეთაური, რომელიც ვოლნოვახზე შეტევის დროს მარტის დასაწყისში მოკლეს, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინმა გმირის წოდება მიანიჭა).

თავდაპირველად მოსკოვის საკრებულოს დეპუტატებს სურდათ, ტერიტორიისთვის "დონბასის დამცველთა" სახელი მიენიჭებინათ. აშშ-ს საელჩოში საპასუხოდ განაცხადეს, რომ გაკვირვებულნი არიან, მაგრამ არა შეურაცხყოფილნი და ივარაუდეს, რომ დონბასის დამცველთა მოედანს დაერქმევა დაერქმევა "უკრაინელი ჯარისკაცების პატივსაცემად, რომლებიც გაბედულად იცავენ სამშობლოს კრემლის აგრესიისგან".


close დახურვა